ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ა(ა) იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა დღეს ქალაქის მუსიკალური სასწავლებლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

უწყების ცნობით, ქუთაისის N1, N2 და N3 მუსიკალურ სკოლებს წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, დამონტაჟდება განათების და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები.

„როგორც კი განახლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, მაშინვე დავიწყეთ ქუთაისის სახელოვნებო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამი მუსიკალური სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება და მალე ქალაქს თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი მუსიკალური სკოლები ექნება“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

უწყების ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, ნებადართულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც ვირუსის გავრცელებამდე იყო დაგეგმილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო