აზერბაიჯანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 77 ადამიანი დაინფიცირდა, 15 კი - გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი დაინფიცირდა და დაავადებულთა რაოდენობა 2 204-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ვირუსისგან ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი განიკურნა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1 551-ს მიაღწია.

ამ დრომდე ვირუსს აზერბაიჯანში 28 ადამიანი ემსხვერპლა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 625 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს, რომელთაგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანაჩენის კი - სტაბილური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა