500-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

500-მდე გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ახალ კორონავირუსზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სარფი“, ,,ლაგოდეხი“, ,,ვალე“, ,,ნინოწმინდა’’, ,,კარწახი’’, ,,ბათუმის პორტის“, ბათუმის აეროპორტის“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ და ,,კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოს“ 500-მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად განხოციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა