თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში სანაპიროებზე სოციალური დისტანცირების საკითხზე ზედამხეველობა მოხდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ბევრი სასტუმრო, ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად შეღავათებით ისარგებლებს.

მისი თქმით, ტურიზმის ხელშეწყობის გეგმა საშუალებას მისცემს, რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიას, რომ მიიღონ ტურისტები და შესაბამისად, შემოსავლები.

„საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ტურიზმის ხელშეწყობის გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად, ძალიან ბევრი სასტუმრო, განთავსების ობიექტი, მათ შორის აჭარაში ისარგებლებს ამ შეღავათებით. ეს არის მიზნობრივი მხარდაჭერის, დახმარების პროგრამა და დარწმუნებული ვართ, ის კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უკვე 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის აღდგენას და შემდეგ უკვე პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების, მოგზაურების მიღებას, საშუალებას მისცემს ჩვენს ტურიზმის ინდუსტრიას, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში შეძლონ, მათ მიიღონ უკვე ტურისტები და მიიღონ შემოსავლები, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სწორი, მდგრადი განვითარებისთვის “, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სანაპიროებზე სოციალური დისტანცირების საკითხზე ზედამხედველობა მოხდება.

„ინფექციონისტების პროფესიული მოსაზრების მიხედვით, ზღვის წყალი არ არის გადამტანი და ეს არის საკმაოდ საიმედო პროგნოზი. რაც შეეხება ზოგადად დისტანცირებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, ასევე ტურისტები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან ამის დაცვას და რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ნაწილში, რბილი ზედამხედველობის ნაწილში ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს