ირაკლი ხმალაძე  - კორტების ტერიტორიაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტული კომპლექსი - ჩოგბურთის 4 კორტი, საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი აშენდება

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით გასხვისდა, 4 ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება.

„იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს აუქციონზე გამოაქვს საპრივატიზაციოდ და მისი ღირებულება არის 5 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავალს. პრივატიზაცია ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის აღდგენას, სწორედ იმ კომპლექსის, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს განადგურდა და ტერიტორია გაიყიდა, რათა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოისყიდა ეს მიწის ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან იმ მიზნით, რომ იქ მომხდარიყო არა საცხოვრებელი კორპუსების, არამედ სპორტული ცენტრის მშენებლობა. ამის პარალელურად პრივატიზაცია დაიგეგმა იმგვარად, რომ მყიდველი ვალდებული იქნება ისეთი პროექტი განახორციელოს, რომლის მიხედვითაც იქ ჩოგბურთის 4 კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება. შედეგად, თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე მალე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტულ კომპლექსს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა