თუშეთში, ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს მაშველები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ

თუშეთში, ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 5 სამაშველო ჯგუფი მუშობს.

ცნობისთვის, თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში 5 მაისს შევიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.

იხილეთ ვიდეო: თუშეთში, ზვავში მოყოლილ 62 წლის მამაკაცს მაშველები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა