მერის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ბლოკ-პოსტების დემონტაჟი მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ამ წუთებში ბლოკ-პოსტების სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქობულეთში მოძრაობა უკვე აღდგენილია.

„ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გვარას ბლოკ-პოსტზე ვიმყოფები, უკვე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეიდან შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულს ეხება. ეს გადაწყვეტილება იმ დინამიკის ანალიზსა და დასკვნას ემყარება, რომელიც მომზადდა.

ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა აქ, გამოვლინდა 570-ზე მეტი კონტაქტი, 33 788 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, აქედან 32 საყურადღებო შემთხვევა იყო, რომელთაგან ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. 10-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს, ახალი შემთხვევები კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა და პირველი შემთხვევის აღმოჩენის დღიდან, მეორე საინკუპაციო პერიოდი მთავრდება.

აქ ახლა ასეთი ვითარებაა: მოძრაობა აღდგა და როგორც გითხარით, საგუშაგოების დემონტაჟი მიმდინარეობს, ამას თავდაცვის ძალები ახორციელებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც აქ არიან“, - განაცხადა ქათამაძემ.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის