მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კი კონტაქტები არიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ იყო პირველი დღე, როცა ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთან დაავადების პროგრესიება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგით, მისი სტაბილიზაცია მაინც ვერ ხერხდება. ეზუგბიას განცხადებით, ის კვლავ კრიტიკულ პაციენტად რჩება.

ამასთან, მისივე თქმით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე პნევმონია აქვს, გაუმჯობესდა.

„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კონტაქტები არიან. ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი დადასტურებული პაციენტი და გვყავს 44 დადასტურებული შემთხვევა, აქედან უცვლელია ჩვენი პაციენტების სტატუსი, ანუ მათი ზოგადი მდგომარეობა. ერთი კრიტიკული პაციენტია, მასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით ჯერჯერობით, პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია, რომ გამოვთვალოთ, მაინც კრიტიკული პაციენტია. კვლავ ერთი გვყავს მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია და ისიც ალბათ გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურში მოთავსებული 11 მოზარდიდან 5 გამოჯანმრთელდა და მკურნალობას 6 აგრძელებს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„დანარჩენი პაციენტები გვყავს საშუალო და მსუბუქი მდგომარეობის. მოზარდები გვყავდა 11, დატოვა 5-მა პაციენტმა და გვყავს ახლა 6 მოზარდი, მათი მდგომარება დამაკმაყოფილებელია. ამ 13 ახალი გამოჯანმრთელებული შემთხვევიდან 3 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ჩვენს ცენტრს უკვე 82 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა