სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე კვლევა 123 პირს ჩაუტარდა, მათგან 94-ს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, 29 პირის პასუხს დღეს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსზე კვლევა 123 პირს ჩაუტარდა. მათგან 94-ს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, ხოლო 29 პირის პასუხს კი დღეს ელოდებიან. მათივე ინფორმაციით, ასევე ბოლო 24 სააათში, „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 4 პირი დააჯარიმეს.

„ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის გვყავს 78 პირი. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 168 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 899 მოქალაქეს. ncdc სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ჩატარებულ კვლევებში 123 ბიოლოგიური მასალიდან 94 პირის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია (92 ზუგდიდი, 2 - ფოთი), ხოლო დღეს 29 ანალიზის (4 ზუგდიდი, 25 - ფოთი) პასუხს მივიღებთ. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების წესების დარღვევას, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და ასკ-ის 177-15 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების, კერძოდ, „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა - 4 პირი“,- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს