საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილა

2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ამჯერად უკვე წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლებს გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესრულების ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვით ნაწილში - კი 95,3 % -ით შესრულდა.

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - გიორგი რომანაძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია შედარებით დაბალი მაჩვენებლების მქონე პროგრამებისა და ქვეპროგრამების, ასევე მიღებული მაჩვენებლების მიზეზების შესწავლა-გაანალიზება, რათა მსგავსი ფაქტორები მომდევნო წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მოხსენება კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო