ქუთაისში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

ქუთაისში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ვაკისუბნისა და სულხან - საბას მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად, დღესაც რამდენიმე ოჯახში სასურსათო ამანათი მიიტანა.

„კერძო კომპანიების თანადგომით დღემდე ბევრ ჩვენ თანაქალაქეს დავეხმარეთ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, პანდემიასთან ბრძოლის პირველივე დღიდან, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს იმ ადამიანების და ოჯახების მიმართ, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა და მათ პირველადი მოთხოვნის საკვებით პერიოდულად ამარაგებს“,- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ცნობით, თითოეული ოჯახისთვის 250 ლარის ღირებულების პროდუქტი შპს „ამბიკონ სტილსმა“ საკუთარი ინიციატივით შეიძინა და სასურსათო ამანათები ამჯერად ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა