პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საბერძნეთი საქართველოსთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინი საკელაროპულუსის კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოში და საბერძნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლისას ეფექტური და სწრაფი ზომები განახორციელა, ახლა კი, შემდეგი გამოწვევა ახალი ეტაპი - ეკონომიკის გახსნაა.

„საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიამ ტურიზმის სფეროში, როგორც ორივე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორში შექმნა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კრიზისის შემდგომ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უსაფრთხო ტურიზმის განვითარების საკითხში, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია ტურიზმზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნას უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია, როგორც ევროკავშირის, ასევე, საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებითა და სტანდარტებით. როგორც საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბერძნეთი უკვე ფიქრობს სწორედ სანიტარული წესების დაცვით უსაფრთხო ტურიზმის ამოქმედებაზე.

აღინიშნა, რომ საინტერესო იქნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის სწორედ ამ სტანდარტების დაცვით დაიგეგმოს უსაფრთხო ტურიზმის განვითარება.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდი ის დროა, როცა საქართველომ ურთიერთობა უნდა გააძლიეროს ევროკავშირთან.

საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა