შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 -დან 20:00 საათამდე მოემსახურება. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის საშუალებით, გადასახადის გადამხდელი ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების, სხვადასხვა საკანონმდებლო სიახლეებისა და აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების შესახებ.

მათივე ცნობით, სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოქალაქეებს, ასევე დაეხმარებიან, მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების გაცემის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო ცენტრის ზარების განაწილების უნიკალური სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად აირჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს, ხოლო ვიდეოზარის სერვისის გამოყენებით, ინდმეწარმესა და ფიზიკურ პირს, სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია, დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ვეგბგვერდზე www.rs.ge და ელექტრონული აქტივაცია გაიაროს.

ვიდეოზარით რეგისტრაციის პროცედურები იხილეთ ვრცლად:http://gov.ge/s/320e2 მომხმარებელს საკონსულტაციო მომსახურების მიღება შეუძლია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა