ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ამბროლაურის საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ.
მერმა ექიმებს მადლობა გადაუხადა კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისათვის და თანამშრომლობისათვის.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამოკვლეულია 9000-მდე ადამიანი და არცერთ მათგანს „COVID-19“ ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენია. აღნიშნულ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.