ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

აქტიურად მიმდინარეობს მუსიკალური სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების განხორციელება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომის სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

„40 წელზე მეტია აღნიშნულ შენობას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. პროექტი იატაკის, კედლების, ჭერის რეკონსტრუქციას, ასევე ფასადის გასუფთავებასა და პირვანდელი სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. სამუშაოების შედეგად, კეთილმოეწყობა ყველა ოთახი. სრულად შეიცვლება საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, შესასვლელი და დერეფნები. ამასთანავე, განხორციელდება შენობის შიდა კომუნიკაციების სრული მონტაჟი. პედაგოგებსა და 360 მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდებათ.

რაც შეეხება ბორჯომში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, აღნიშნულ შენობაშიც სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება როგორც შიდა ინტერიერი, ასევე გარე ფასადი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 13 წრე ფუნქციონირებს და 200-მდე ახალგაზრდას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტებზე სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შენობების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა