საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი StopCoV ფონდში თანხის გადარიცხვას აგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ და მაისის დასაწყისში StopCoV ფონდში 35 000 ლარზე მეტი გადარიცხეს. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში განმარტავენ, უნივერსიტეტი StopCoV ფონდში შენატანებს მომავალ თვეებშიც განახორციელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, StopCoV ფონდთან თანამშრომლობას მომავალ თვეებშიც აქტიურად გააგრძელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში, კოორდინირებულად ჩაერთოს ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილ ორგანიზებულ საქველმოქმედო თუ სოციალურ ღონისძიებებში,“- აღნიშნულია ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა