აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. საპროტესტო აქციას დაკავებული ორი მოქალაქის რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ნათესავები მართავენ. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აჭარის მთავრობის სახლთან სიტუაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეების თქმით, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე რამდენიმე დღის წინ უკანონოდ დააკავეს. დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ რეზო წულუკიძეს თავს დაესხნენ, შემდეგ კი იგი უსამართლოდ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავამდყოფოში მომხდარი ინცინდენტის გამო, არიან დაკავებულები.

























