დავით უსუფაშვილი - სააკაშვილი ხელისუფლებას საფრთხობელად სჭირდება ხოლმე, ვერ გათავისუფლდა რაღაც ბოღმებისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელია

საქმე გვაქვს პოლიტიკურ თვალთმაქცობასთან - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი მთავრობის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს, უსუფაშვილის შეფასებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი.

„როდესაც უკრაინა თავის მოქალაქეს სადმე დანიშნავს, ამაზე საქართველო აღშფოთდება, ხოლო როცა იგივე უკრაინა საქართველოს მიერ ძებნილ მსჯავრდებულ ადამიანს საქართველოს არ აძლევს, მაშინ საქართველო კმაყოფილია. ანუ, რაშია საქმე? საქმე გვაქვს პოლიტიკურ თვალთმაქცობასთან. სააკაშვილი ამ ხელისუფლებას სჭირდება ხოლმე საფრთხობელად, ოპოზიციური სპექტრის, ასე ვთქვათ, თავში წამოსასმელად და ამასობაში ვერ გათავისუფლდა რაღაც ბოღმებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი, როდესაც ოფიციალური სტრუქტურა იმას წერს, რაც იქ ჩაწერეს, რომ აი, უკრაინის პოლიტიკური სპექტრი მიხვდა, თუ რა პრობლემები აქვს ამ პერსონას და ჩვენი აზრიც, როგორც ჩანს, გაითვალისწინა და ასე შემდეგ. ეს არის სირცხვილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა