ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპერსიუსს“ ამბროლაურის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, 100 წლის ვეტერანს - ნინა მაცაბერიძეს ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის თითოეულ მონაწილეს 200 ლარი გადაეცა. ხელმძღვანელებმა დღევანდელი დღე, პატივისცემით მიულოცეს ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. უსურვეს მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, - ნათქვამია ამბროლაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























