რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა და ცაგერის მერმა საირმეში მცხოვრებ ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრებ ვეტერანს, ვენედიქტე კაბოსნიძეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო ნობათი და ფულადი დახმარება გადაეცა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

“მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ცაგერში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრები ვეტერანი ვენედიქტე კაბოსნიძე მოინახულა, გამარჯვების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. ომის ვეტერანს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისგან სასურსათო ნობათი და ფულადი დახმარება გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს