სამეგრელოში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცეს

სამეგრელოში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცეს

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.

მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის 18 მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებები და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცემა.