ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა და გამარჯვების დღე მიულოცა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 96 წლის ჭიჭიკო კლდიაშვილს სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე მიულოცა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, 75 წლის მანძილზე, წელს პირველად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ომის ვეტერანები ვერ გავიდნენ დიდების მემორიალებთან და პატივი ვერ მიაგეს ომში დაღუპულ თანამებრძოლებს.

„ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. მადლიერების და პატივისცემის ნიშნად, ქუთაისში მცხოვრები ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, საჩუქრად მიიღებენ 1000 ლარს. ვულოცავ გამარჯვების დღეს ჩვენ ვეტერანებს და მადლობას ვუხდი მათ თავგანწირვისთვის“, - დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის 14 ვეტერანია და საჩუქარი ყველა მათგანმა მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა