რუსთავის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს 500 ლარი ჩაურიცხა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას. დღესვე რუსთავში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის სამმა ვეტერანმა და მათთან გათანაბრებულმა 28 პირმა, რუსთავის მერიისგან საკვები პროდუქტის კალათები მიიღეს.

მოგვიანებით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამ ვეტერანს სახლში ესტუმრა, ფაშიმზე გამარჯვების დღე მიულოცა და სასურსათო კალათები გადასცა საჩუქრად.

,,75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. სამუწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ფაშიმზე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მიდიან ამ ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ მათი დამსახურების შესახებ იცოდნენ როგორც ახალგაზრდებმა, ასევე ყველა თაობის ადამიანმა. ფაშიზმზე გამარჯვება იყო უდიდესი მსოფლიო მოვლენა და სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით უდიდესი წვლილი ამ გამარჯვების მოპოვებაში. ჩვენს ქალაქში, დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ სამი და მათთან გათანაბრებული 28 ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთ მათგანს ბონდო მანჯგალაძეს დღეს დაბადების დღე აქვს 95 წელი შეუსრულდა და დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო. როგორც მთავრობას, ასევე მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამა და ამ პროგრამების ფარგლებში, თითოეულ მათგანს დღეს ფულადი ჯილდო ჩავურიცხეთ, ასევე გადავეცით სასურსათო კალათები და მივულოცეთ ეს დღე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ანგარიშზე 500-500 ლარის ოდენობის თანხა ჩაერიცხათ, ფულადი თანხა მიიღეს ასევე მათთან გათანაბრებულმა პირებმა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, ვეტერანები სიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“ დაჯილდოვდებიან. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს. ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა