იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და ჭიათურის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ჭიათურის საპატიო მოქალაქეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ჭიათურის საპატიო მოქალაქეს აკაკი იობაშვილს ეწვივნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის17 წლის იყო, როცა ფრონტზე გაიწვიეს, იბრძოდა პორფირე ჩანჩიბაძის დევიზიაში, რომელიც ქალაქ ვოროშილოვგრადს იცავდა. 1944 წელს დაჭრილი სამშობლოში დაბრუნდა.

„თავდაპირველად მანგანუმის მრეწველობაში იმუშავა სხვადასხვა თანამდებობაზე.

1957 წელს კი მაშინდელი რაიკომის ბიურის დადგენილებით ზოდის კილმეურნეობის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც 51 წელი ხელმძღვანელობდა.

აკაკი იობაშვილს მინიჭებული აქვს მთავრობის მრავალი ჯილდო.

მას ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ აბაშიძე, მარიაკა ბარათაშვილი და მრავალი სხვა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2 ვეტერანი ცხოვრობს, თითეულ მათგანს, საპენსიო ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა