ბათუმში წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ახლობლები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ

წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად მიმდინარეობს. ბრალდებულების ოჯახის წევრები სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან და გადაწყვეტილებას ელოდებიან, ასევე სასამართლოსთან სამართალდაცავები არიან მობილიზებული.

ბრალდებულების ოჯახის წევრები დაკავებულების დროულად გათავსუფლებას მოითხოვენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი უსამართლოდ არიან დაკავებულები.

ცნობისთვის, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ორი დღის წინ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, რაც დაკავებულების ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. მათ საპროტესტო აქცია გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაკავებულებისა ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა. აქციაზე დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა 3 პირი დააკავეს.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია