მალხაზ თორია და გიორგი შენგელია ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად განმუხურში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი დასრულების ეტაპზეა, მისი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ზუგდიდის მერი ასევე გაეცნენ განმუხურში მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესს. კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება2 129 650 ლარს შეადგენს.

დღესვე, მალხაზ თორია და გიორგი შენგელია ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. ახალკახათი-ოქტომბრის გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?