ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 121-მდე გაიზარდა. ინფიცირების ახალი ფაქტი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა, სადაც სულ 28 შემთხვევაა კოვიდინფიცირების.

სამი დღის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.

„ბოლო სამი დღის აღებული ნიმუშები ყველა უარყოფითია, რაც შეეხება სოფელ მუშევანში დადასტურებულ შემთხვევას, აღნიშნული პირი, იყო კარანტინში, სადაც გამოუვლინდა სიმპტომები და ანალიზის შედეგად დადასტურდა კოვიდინფექცია. მისი ბიოლოგიური მასალა აღებული იყო გუშინწინ.

რაც შეეხება ბოლნისში ვითარებას, ახლა ამინდის გამოსვლას ველოდებით, რომ მასიურად მოსახლეობაში დავიწყოთ ნაცხის აღება. ძირითადი შემშლელი ფაქტორი ეს არის, რომ გადაუღებლად წვიმს და კარდაკარ სიარული შეუძლებელია. ხვალიდან ამინდი თუ მოგვცემს შესაძლებლობას, ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ მასიურად ბიოლოგიური ნაცხების აღებას“, - აცხადებს ბოლნისის მერი დავით შერაზადაშვილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს. ინფორმაციისთვის, 121 შემთხვევიდან 25 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ