რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი პრაქტიკულად დასრულებულია, 30 000-ზე მეტი მცხოვრები შეამოწმეს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში თერმოსკრინინგი 30 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსზე მოსახლეობის შემოწმების პროცესი თითქმის დასრულებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, კორონავირუსზე ასევე დაახლოებით 150 მედპერსონალს აუღეს ნიმუში და ყველას პასუხი უარყოფითია.

„რეგიონში მოსახლეობის თეთრმოსკრინინგი პრაქტიკულად დასრულებულია, დაახლოებით 30 ათასზე მეტი მცხოვრები შეამოწმეს და რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა. ასევე, რეგიონში ე.წ. ცხელების ცენტრისა და 112-ის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ანალიზი, დაახლოებით 150 მედპერსონალს აუღეს ნიმუში და ყველას პასუხი უარყოფითია“, - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„რეგიონში აბსოლუტურად მშვიდი ვითარებაა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა, თუმცა დისტანცია დაცულია. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ, ასევე ჩვენი სამხარეო სამსახურიც ჩართულია პროცესში. ყველა ობიექტზე მივდივართ და ვამოწმებთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რამდენად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს. ჯერჯერობით, სამშენებლო სამუშაოები მშვიდ ვითარებაში და ყველა წესის დაცვით ხორციელდება“,-აცხადებს ჯაფარიძე.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სურსათისა და მედიკამენტების მიწოდების თვალსაზრისით მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ აქვს.

„ე.წ. მოძრავი მაღაზიებია, მიკროავტობუსებს დააქვთ სოფლებში საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ადგილზე ემსახურებიან მოსახლეობას. ამ სქემამ ძალიან ეფექტიანად იმუშავა და ყველა სოფელი მარაგდება. მეც, თითქმის ყოველდღიურად დავდივარ მაღალმთიან სოფლებში და მოსახლეობას ვხვდები“,-აცხადებს ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო