შალვა კერესელიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო პაკეტები გადასცა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სოციალური აქციები აქტიურად გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრა.

მათი ინფორმაციით, შალვა კერესელიძემ მათ ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებებიც მოისმინეს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს. მინდა, ამ სასიკეთო საქმეში კერძო ბიზნესის თანადგომის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. სახელმწიფო და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მცხეთა-მთიანეთში სოციალური ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად შესაბამისი აქტივობები მომავალშიც განხორციელდება“, - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა