ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და ქვეყანა სკანდალში გაეხვეს - უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა

ჩვენს ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და ქვეყანა სკანდალში გაეხვეს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს“.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ბრიტანელი კოლეგები საქართველოს აქტიურად ეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამიტომ, მისი ვარაუდით, გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ისინი ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს არ გამოეპარებოდათ. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს ამჯერადაც იმედი უნდა გავუცრუოთ- საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს მათი სურვილია“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა