ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ცალმხრივად გაიხსნა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი ნაწილობრივ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად უკვე შესაძლებელია, თუმცა სამუშაოები გრძელდება, რათა მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგეს.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

„მეწყრული პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში გვიან ღამით განვითარდა. გზაზე დიდი ზომის ლოდები ჩამოწვა და საჭირო გახდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება. საქართველოს გზების დეპარტამენტი სამუშაოებს მთელი დღის განმვალობაში ახორციელებდა.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. შედეგად მოძრაობა სრულიად იყო შეწყვეტილი მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით“ , - ნათქვამია ინფორამციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა