სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3393-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1950-ს შეადგენს.