შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების ფაქტების მატების ერთეული შემთხვევებია, უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს

შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების ფაქტების მატების ერთეული შემთხვევებია, უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს

ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების ფაქტების მატების ერთეული შემთხვევებია, უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს და დაავადების გამოვლენის ფაქტები შემცირებისკენ მიდის, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე განცხადებით, ბოლო 4 დღის განმავლობაში მარნეულში ფართომაშთაბიანი კვლევები ჩატარდა, 1680 საკვლევი მასალიდან მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა დაავადების გამოვლენილი.რაც შეეხება თეთრიწყაროს, გუშინ ოთხი და დღეს სამი დადასტურებული ფაქტია.

,,მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი კვლევები, ჯამურად 1680 ადამიანისგან იქნა მიღებული საკვლევი მასალა და შემოწმდა კოვიდინფექციაზე. კვლევების შედეგად დადასტურებული არის მხოლოდ 1 ფაქტი და ისიც საწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, რომელიც მკაცრ იზოლაციაში იყო. ამ დღეების მანძილზე ქვემო ქართლში დაავადების გავრცელებას მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო. გუშინ დადასტურდა 4 ფაქტი თეთრიწყაროში და იქაც საკარანტინე სივცეში და მკაცრ თვითიზოლაციაში იყვნენ ეს პირები. ერთი დადასტურებული შემთხევა იყო ბოლნისიდან, რომელიც იყო „ცხელების ცენტრში“ გადაყვანილი და შემდეგ მკურნალობისას აღმოჩნდა დაავადების ფაქტი დადასტურებული. დღესაც თეთრიწყაროში არის სამი დაავადების ფაქტი და ესეც არიან საკარანტინე სივრცეებში მყოფი ადამიანებში. შეიძლება ითქვას, რომ დროული რეგირების გამო, როდესაც თეთრიწყაროში დავინახეთ, რომ გავცელება იყო ფართომასშტაბიანი, 73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინე სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთან გავრცელება პრაქტიკულად არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის, იქ სადაც ეს რისკი იყო უფრო მაღალი“ , - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მარნეულის მსგავსად, გაკეთდება რამდენიმე მიმღები ცენტრი, სადაც მოსახლეობა მასიურად შემოწმდება კოვიდინფექციაზე. ძირითადად მასიური კვლევები სოფელ მუშევანში და გეტაში ჩატარდება. ქვემო ქართლის რეგიონში დღეისათვის კოვიდინფიცირების 207 დადასტურებული შემთხვევა და 57 გამოჯანმრთელების ფაქტი.

იხილეთ ვიდეო ქვემო ქართლში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები შემცირებისკენ მიდის - გუბერნატორი