თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები სავარაუდოდ, მათთან ყველაზე გვიან მოიხსნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები სავარაუდოდ, მათთან ყველაზე გვიან მოიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქორიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები საკარანტინე სივრციდან ვლინდება, შეზღუდვების მოხსნასთან დაკაშირებით, ჯერ საუბარი არ არის.

„54 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დღეს სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა. ეს შემთხვევები საკარანტინე სივრცეებიდანაა. აღნიშნული პირები ინფიცირებულების - ექთნისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან. ექთნები გადავამზადეთ და ჩვენ თვითონ დავიწყეთ ტესტების აღება. გუშინ, 15 საკვლევი მასალა ავიღეთ, ლუგარში გადავაგზავნეთ და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი მოვიდა. PCR ტექნოლოგიით სულ ჯამში 308 ანალიზი გვაქვს აღებული, კარანტინში 46 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 40 პირი. დღეს დამატებით, 13 პირის ტესტირებას ვგეგმავთ. დღევანდელი დღის მონაცემებით რაონის მასშტაბით თერმოსკრინინგი 12182 ადამიანს ჩაუტარდა და რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს ჩვენთან მოიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები საკარანტინე სივრცეში ვლინდება, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა ქორიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს