რუხის საავადმყოფოს ხელმძღვანელი - ანაკლიის საკარანტინე ზონიდან სამი პაციენტი შემოიყვანეს, რომელთაც 14 დღის მანძილზე სიმპტომები არ აღენიშნებოდა, PCR ტესტირებით კი კორონავირუსი დაუდგინდა

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცრებული სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს, - ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ირაკლი გვაზავამ განაცხადა. როგორც გვაზავა განმარტავს, ისინი ანაკლიის საკარანტინე ზონაში 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ, სადაც არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, PCR ტესტირებით კი covid19 დაუდასტურდათ.

„დღეს, ანაკლიის საკარანტინე ზონიდან სამი პაციენტი შემოიყვანეს, ისინი ჩვენთან 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ და არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებოდათ. გაწერის წინა დღეს, თითოეულ მათგან PCR ტესტები ჩაუტარდათ და სამივეგან დადებითი შემთხვევა აღმოჩნდა. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, უტარდებათ საჭირო და გაიდლაინით დადგენილი ყველა კვლევა, თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქია. სულ 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს, ერთი გვყავდა და სამი დაგვემატა. ამ ეტაპისთვის ცხელების ცენტრში 9 ადამიანი გვყავს, საიდანაც ყველა დატესტილია და არცერთს არ აქვს კორონავირუსი, ისინი სახლში გაეწერებიან“, - აცხადებს გვაზავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა