ირმა ინაშვილი - ჩემი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე არც თალაკვაძე და არც კობახიძე პატიმრების გათავისუფლებას არ დასთანხმებიან, თუმცა შეხვედრები ჩემ გარეშეც იმართებოდა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ელჩების მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და კიდევ რამდენიმე პარტია, პატიმრების გათავისუფლების საკითხს მართლაც აყენებდნენ. ინაშვილის თქმით, მისი მონაწილეობით გამართულ არცერთ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ საკითხს არ დასთანხმებიან. თუმცა, აქვე დეპუტატი აზუსტებს, რომ შეხვედრები მის გარეშეც იმართებოდა.

„ელჩების ინციატივით შეხვედრები იმართებოდა კონკრეტულად საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე. ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არა მარტო საპარლამენტო. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე „ნაცმოძრაობაც“ და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე, კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არა მარტო უგულავასი. ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას, მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ საკითხს ჩემი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან. მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემ გარეშეც, ისინი ერთმანეთს ჩემ გარეშეც ხვდებოდნენ და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, ძალზედ ბუნდოვანი იყო, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას. ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ, უგულავას, და არა მხოლოდ, ციხიდან გათავისუფლებას, ამას ღიად ამბობდნენ, ხოლო „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს. ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებს,“-განაცხადა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა