კომპანია „არემჯი“ და შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის მხარდასაჭერად ერთობლივ პროექტს იწყებენ

კომპანია „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების, პერსონალის გასამხნევებლად და მათდამი მადლიერების გამოსახატად, ერთობლივ პროექტს იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, „არემჯის“ მხარდაჭერით, შეფმა კონსტანტინემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისთვის განსაკუთრებული სადილი მოამზადა და კლინიკაში ექიმებს მადლიერებისა და თანადგომის გამოსახატად ეწვია.

„უხილავ მტერთან ომში ვართ და ჩვენი ვალია, იმ რესურსებით, რაც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. დღეს ჩემი რესურსი ჩემი შიშველი ხელები და ჩემ მიერ ექიმებისთვის სიყვარულითა და მადლიერებით მომზადებული კერძებია. „არემჯის“ მხარდაჭერით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მომავალ კვირასაც ვეწვევით. სწორედ ამით შემიძლია გავამხნევო და ვასიამოვნო ჩვენი ექიმები, რომლებიც პანდემიის დასამარცხებლად იბრძვიან, “- აცხადებს შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური.

კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, მათ ექიმების მიმართ მხარდაჭერა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

„ტრადიციულად, კომპანია „არემჯი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახის პროექტშია ჩართული. 2 თვეზე მეტია, ჩვენი გმირი ექიმების წარმატებულ ბრძოლას თვალს ვადევნებთ. მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახებს, მეგობრებს, ვერ ისვენებენ და განტვირთვის საშუალება არ აქვთ. ვფიქრობ, რომ შეფ კონსტანტინეს თანადგომის პროექტი ძალიან დროულია. ამით ჩვენ შევძლებთ ექიმების გამხნევებას, რადგან თავად ვერ ახერხებენ კაფეებსა და რესტორნებში მისვლას. ცნობილმა შეფ-მზარეულმა პირადად მათთვის მოამზადა გემრიელი კერძები და ვესტუმრეთ კლინიკას, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ექიმებს ჩვენი პატივისცემა და მადლობა გადავუხადოთ თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის“,- განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა