დუშეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა

ქალაქ დუშეთში მდებარე აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სავაჭრო დაწესებულებაში სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მათივე ინფორმაციით, ბაზარში არსებულ სიტუაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და მერის წარმომადგენელი შალვა ინაშვილი რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გაეცნენ.

„მონიტორინგის მიზნით, მათ ადგილზე დაათვალიერეს, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ბაზარი ფერმერებსა და მომხმარებლებს. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი შესაბამისი ნიშნების მითითებით გაიმიჯნა. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია ხორციელდება ინტენსიურად, ხოლო ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად კონტროლდება ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრისა და შპს "დუშეთის დეზინფექციის სამსახურის" მიერ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ, თუმცა მათი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა