ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას -„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაცია შეუერთდა

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაცია შეუერთდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქცია, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს შენობაში დილიდან დაიწყო, შესაბამისი წესების დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით ამ დრომდე მიმდინარეობს. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში კი სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” წყალტუბოს ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

„ჩვენ ვეხმაურებით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი წყალტუბოში ამ აქციაში მონაწილეობს. გავიღებთ სისხლს ადამიანების გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოწოდებას გამოეხმაურონ ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას, რათა ერთობლივად შევძლოთ, შევავსოთ სისხლის ბანკი, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა