კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პირმა დატოვა

აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა. საკონტროლო ტესტის შედეგად, ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებიან. გამოჯანმრთელებულმა პირებმა კლინიკა "მედალფა" უკვე დატოვეს.
კლინიკის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი ინფიცირებული რჩება, საერთო ჯამში აჭარაში 11 ინფიცირებული მკურნალობს.
მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში კიდევ ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 45 პირი გამოჯანმრთელდა. რეგიონში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

























