სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირ CPMR-ის წევრი გახდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი CPMR-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, CPMR საზღვაო რეგიონების კავშირს წარმოადგენს, რომელიც 24 ქვეყნის 150 რეგიონს აერთიანებს როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს აერთიანებს და მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

მათივე ცნობით, აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. CPMR-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში.

CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში.

,,აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რაც მოგვცემს მეტ შესაძლებლობას CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. გვაქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელობით დაფუძნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა“-ში ჩართვის, საზღვაო საქმიანობის, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და „ლურჯი ეკონომიკის“ გაღრმავების საკითხებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“ ,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

„ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI).

ორგანიზაციის წევრები არის საფრანგეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები.

გასული წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია CPMR-ის 47-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო. საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში გაიმართა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და CPMR-ის თანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანება მოყვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირ CPMR-ის წევრი გახდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი CPMR-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, CPMR საზღვაო რეგიონების კავშირს წარმოადგენს, რომელიც 24 ქვეყნის 150 რეგიონს აერთიანებს როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს აერთიანებს და მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

მათივე ცნობით, აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. CPMR-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში.

CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში.

,,აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რაც მოგვცემს მეტ შესაძლებლობას CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. გვაქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელობით დაფუძნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა“-ში ჩართვის, საზღვაო საქმიანობის, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და „ლურჯი ეკონომიკის“ გაღრმავების საკითხებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“ ,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

„ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI).

ორგანიზაციის წევრები არის საფრანგეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები.

გასული წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია CPMR-ის 47-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო. საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში გაიმართა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და CPMR-ის თანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანება მოყვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია