ხვიჩა შარაშიძე - თანადგომა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია

ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლის“ დამფუძნებელი - ხვიჩა შარაშიძე, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

უმაღლესი საბჭოს წევრი, შპს „ჩემი სახლის“ მიერ შეძენილი სასურსათო კალათებით, ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 72 ოჯახს დაეხმარა.

„პანდემიის გამო ბევრი ოჯახი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩდა. ამიტომ ყველა, ვისაც დახმარების საშუალება აქვს, მხარში უნდა ამოუდგეს ადამიანებსა და სახელმწიფოს. ვფიქრობ, დღეს თანადგომა და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხვიჩა შარაშიძე.

მის მიერ გადარიცხული 5 000 ლარით შეძენილი სხვადასხვა სახის პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქედის მსგავსად, იმ ოჯახებს მიუტანეს, რომელთაც არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

დეპუტატის განცხადებით, აქციები ეტაპობრივად გაგრძელდება და ამ დღეებში სასურსათო კალათებს ხულოს მოსახლეობაც მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა