აჭარაში 250 პირს კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში ლაბორატორიული კვლევა 250 პირს ჩაუტარდა და არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკა "მედალფაში" 12 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდნენ. აჭარაში 45 პირი გამოჯანმრთელდა.

























