არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდებიან

არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდებიან

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეგიონის ხელმძღვანელები მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების სხვადასხვა საჭიროებას ადგილზე ეცნობიან და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთობლივად მსჯელობენ.

მათი ინფორმაციით, არჩილ ჯაფარიძე და გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გურგენი მუსელიანის პრობლემას გაეცნენ, სადაც ცენტრალური გზის ჩამოშლის შედეგად საცხოვრებელი სახლის ეზოში ქვის მასის ჩამოშლის საშიშროებაა. როგორც აღინიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლებულია და კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაც დროულად იქნება შესაძლებელი.