ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში კლდის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილ სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში კლდის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილ სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღდგენილია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებაც.
მათივე ცნობით, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეწყერის ადგილას იმყოფებოდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ.
როგორც სამხარეო ადმინისტრციაში ამბობენ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში, ჩამოიშალა კლდე, რომელმაც სრულად ჩაკეტა სოფელთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა, ლოდნარმა აგრეთვე, დააზიანა სოფელ ხოფურის წყალსადენები.

























