ბრაზილიის პრეზიდენტი - ეკონომიკის გარეშე არც სიცოცხლე არსებობს და არც ექიმები

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად ღია უნდა დარჩეს ისეთი „არსებითი სერვისები“, როგორიცაა სალონები და სპორტული დარბაზები. მისივე თქმით, სიცოცხლის საკითხი სამუშაო ადგილების საკითხის პარალელურად უნდა განიხილონ.

„ეკონომიკის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე, არ არსებობს ექიმები და არც საავადმყოფოები“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსს „უბრალოდ პატარა გრიპს“ უწოდებს და არ ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს. მისივე თქმით, მას უკვირს თუ ვირუსით მხოლოდ მოხუცები კვდებიან, „რატომ არ უნდა დადიოდნენ ბავშვები სკოლაში“ . ბრაზილიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 169594 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ქვეყანაში ვირუსს 11653 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა