საკრებულოს წევრმა ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევა­ნ დავითაშვილმა ამავე რაიონის, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

,,ჩვენს სამაჟორიტარო რაიონში, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები. მეტი მწვანე სივრცის და რეკრეაციული ზონების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, ისნის რაიონში, სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყობა სკვერები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და სავარჯიშო მოწყობილობები. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა