ნურისა და არდაგანის ტბებზე მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ნურისა და არდაგანის ტბებზე მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლის'' პრესასამსახურიდან აცნობეს.

მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„ნურისა და არდაგანის ტბაზე ჩვენი თანამშრომლები ინტენსიურად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს, 2008 წლის შემდგომ ამ ტბების მოვლა-პატრონობა გადმოსულია „ბათუმის წყლის'' დაქვემდებარებაში და შედეგი ნათლად ჩანს უკვე. ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად „ბათუმის წყლის“ მიერ რეგულარულად ხდება, დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად შენარჩუნდება წყლის კარგი ეკოლოგიური მდგომარეობა“, - აცხადებს „ბათუმის წყლის'' გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო