კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 97 ნიმუში გაიგზავნა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ლაბორატორულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

მისივე თქმით, გუშინ ტესტირებისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 97 ნიმუში გაიგზავნა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. კახეთიდან ლუგარის ცენტრში სულ 2215 ნიმუშია გადაგზავნილი.

„კახეთში მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, არცერთი კოვიდ 19- ის ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. თვითიზოლაციაში რჩება 31 მოქალაქე და ისევ 11 ლოკაციაზე გვაქვს კარანტინი. 531 მოქალაქე იმყოფება კარანტინში. გუშინ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი იქნა 97 ნიმუში და ყველას შედეგია უარყოფითი. სულ კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2215 ნიმუში. ნიმუშების აღება გრძელდება, ხვალ ამას დაემატება მაღალი რისკის ჯგუფები“, - აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა