თინა ხიდაშელი - ის დღეც მოიყვანა „ოცნებამ“, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიტპატიმრები გყავთო გვითხრეს - ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნებამ“ ის დღეც მოიყვანა, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ გვითხრეს, საქართველოში პოლიტპატიმრები გყავთო.

„ის დღეც მოიყვანა „ოცნებამ“, რომ აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიპატიმრები გყავთო გვითხრეს. და იძახეთ ახლა შეცდომაში შეყვანილები. ჯერ ორჯერ რომ გადააგდებ პარტნიორს და მერე შანტაჟის მოწყობას დაუპირებ , ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე“, - წერს თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა